სახმელეთო გადაზიდვები


ჩვენ გთავაზობთ მომსხურებას შიდა და საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს.

გჭირდებათ კონსოლიდირებული ტვირთების ან პირდაპირი გადაზიდვა საჰაერო გზით!? მაშინ ჩვენი სპეციალისტები ორგანიზებას გაუკეთებენ პრაკტიკულად ნებისმიერ პუნკტებს შორის. იმის ხარჯზე, რომ ხელმისაწვდომია სხვადასხვა ვარიანტები ჩვენ შეგვიძლია სანდო და თქვენთვის მისაღებ ფასებში განვახორციელოთ თქვენი ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით. ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში, მათ შორის ტვირთის თვალთვალით ისე, რომ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს რეალურ დროში ინფორმაცია თავისი საქონლის ადგილსამყოფელის შესახებ.

ჩვენი გადაზიდვების სამსახური მუშაობს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ მომსახურების  საუკეთესო პირობები და ხარისხი.


 

არაგაბარიტული და არასტანდარტული ტვირთები


საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სატვირთო ტექნიკის პარამეტრები ძირითად შემთხვევაში სტანდარტულად გათვლილია და ასე გამოიყურება:

  • სიგრძე 13,6 მ,
  • სიგანე 2,45 მ,
  • სიმაღლე 3,1 მ,
  • წონა 24 ტონა.

ტვირთები, რომელთა ზომები და წონა სცილდება ამ მონაცემებს, ითვლება არაგაბარიტულად და ასეთი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ტექნიკა და სათანადო ორგანოებთან შესაბამისი შეთანხმებაა საჭირო.

გარდა ამისა, მსგავსი ტვირთების გადაზიდვისთვის საჭიროა ზუსტად განისაზღვროს ისეთი მიმართულებები, სადაც გათვალისწინებული იქნება სატრანზიტო ქვეყნების წესები არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვის შესახებ.

აგრეთვე, ზუსტადგატვალისწინებული უნდა იყოს გზად არსებული ხიდების სიმაღლე და სიგანე, რელიეფის ხასიათი და ა.შ.

 

ნაკრები ტვირთები


ნაკრები ტვირთის გადაზიდვების მთავარი პრინციპი გულისხმობს ტვირთების საწყობებში შეგროვებასა და საქართველოში ტრანსპორტირებას.

კომპანია „Silk Road Line”-ს საწყობები განლაგებულია:

  • გერმანიაში.
  • იტალიაში.
  • ბულგარეთში.
  • თურქეთში.

ევროპიდან ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირების ვადა საშუალოდ 14-18 დღეა.

       ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირების დროს ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ნებისმიერი ტიპის შეფუთვის ტვირთის ტრანსპორტირებას
  • საშიში ტვირთის ტრანსპორტირებას
  • საექსპორტო დეკლარაციის მომზადებას
  • ევრო 1 სერთიფიკატის მომზადებას